ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელის სვეტლანა ნიორაძეს ინფორმაციით უნალექო ამინდები სულ მცირე, სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ხვალ დღისით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა 10-15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
რაც შეეხება, თბილისს, ხვალ მაქსიმალური ტემპერატურა 13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 4 გრადუსი იქნება.