ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +27+32 გრადუსი, თბილისში კი +30 გრადუსია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, ღამით, ქარის სიჩქარე დროგამოშვებით 17-22 მ/წმ იქნება, ხვალიდან კი 10-15 მ/წმ-ს არ გადააჭარბებს.
3 ივლისს, საქართველოში +27+32 გრადუსი ტემპერატურაა მოსალოდნელი. 4 ივლისს შესაძლოა, დღისით დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი დაფიქსირდეს, აღმოსავლეთში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.