“ეროვნულ-დემოკრატიული” პარტიის ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ კრიტიკულ მედიას ბიძინა ივანიშვილი ვერ ჩაახშობს.
“A4 ფორმატის პროკლამაციით და ერთგვერდიანი გაზეთით ვიბრძოდით საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ და გავიმარჯვეთ! გესმის, ბიძინა??? რუსთავი2-იც ჩვენი იქნება, კიდევ ბევრი რუსთავი2 გაჩნდება… აი, შენ კი. შენივე ოცნებით აუცილებლად, და ძალიან მალე ჩაბარდები ისტორიას!..”-წერს ბაჩუკი ქარდავა.