სამეფო ტიტულისთვის ბრძოლა შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდეს-ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა განაცხადა.
ამ ფაქტს დავით ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ლევან ჩხეიძე გამოეხმაურა.
„მათ უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ნუ გაიმასხარავებენ თავს ამჯერად ევროპის მასშტაბით უკვე. ჩემი რჩევა იქნება, დაანებონ სისულელეებზე ფიქრს თავი, ძალადობის ნაწილშიც იგივე პერსპექტივა ელოდება ზუსტად. ეს არის ხანდაზმული დავა“-განაცხადა ლევან ჩხეიძემ.
სამეფო ტიტულის გარდა დავა ძალადობისა და ქონების გაყოფის საქმეზეც მიმდინარეობს.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის განცხადებით, ანა ბაგრატიონის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქონების გაყოფაზე არ შესრულდება, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ქონება მემკვიდრეობით მიღებული ფულით შეიძინა.