ტელეწამყვანი ლულუ კახიანი სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ქალიშვილზე პოსტს აქვეყნებს. ლულუ კახიანი თავისი შვილის ნახატების გამოფენისთვის ემზადება.
,,5 თვე დე… 5 თვე არ მინახიხარ, არ გამიგია შენი ხმა, არ ჩაგხუტებივარ, 5 თვე შენი ღიმილის გარეშე… კიდევ რამდენი ხუთი თვე უნდა გავიდეს ისევ რომ
გნახო
შენი ნახატების გამოფენისთვის ვემზადები, იმედია მოგეწონება, თუმცა შენთან ერთად ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. მენატრები… i love u Lenø “-წერს ლულუ კახიანი.