ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამ პაციენტს პირველადი ტესტით კორონავირუსი აღარ აქვს. განმეორებითი ტესტი 24 საათში უნდა ჩატარდეს.
იმისთვის, რომ პაციენტები საბოლოოდ გამოჯანმრთელებულებად ჩაითვალონ, განმეორებითი ტესტიც უარყოფითი უნდა იყოს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან 10 პაციენტი განიკურნა. დადასტურებული შემთხვევა 73-ია, კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 .