პარიზული კლუბის ახალგაზრდა თავდამსხმელმა მადრიდის რეალში გადასვლაზე ამომწურავი კომენტარი გააკეთა: “პარიზში ვრჩები. მიუხედავად ყველაფრისა, მადრიდის “რეალის” ინტერესით ბედნიერი ვარ. ზიდანის დაბრუნებით გახარებული ვარ, მივყვები მათ, როგორც გულშემატკივარი,” – თქვა მბაპემ Canal+–თან საუბრისას.
20 წლის კილიანი პსჟ-მ მონაკოდან 200 მილიონად შეიძინა. მას შემდეგ არ წყდება ჭორები იმის თაობაზე, თუ სად გაგრძელდება მისი სამომავლო კარიერა. ამის მიზეზი კი მისი ფენომენალური სტატისტიკაა. მიმდინარე სეზონში საფრანგეთისს ნაკრების შემტევმა 40 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.