ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებებთან დაკავშირებით კინოთეატრებში უკვე სამართალდამცველების მობილიზებაა. კინოლოგიური სამსახურის თანამშრომლები სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების დახმარებით კინოდარბაზებს ათვალიერებენ.
როგორც 8 ნოემბერს, კინოჩვენება დედაქალაქში დღეს 5, ბათუმში კი 1 კინოთეატრშია დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კინოთეატრ „ამირანთან“ დაპირისპირება მოხდა მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის. უახლესი ინფორმაციით აქციაზე 27 ადამიანი დააკავეს. პროტესტის ორგანიზატორები „ქართული მარშის“ წევრები და ბიზნესმენი ლევანი ვასაძე იყო.