კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. დიდ ეკრანზე ბავშვებისა და უფროსებისათვის წინასაახალწლოდ საუკეთესო განწყობის შესაქმნელად, ჯოან როულინგის „ჰარი პოტერის“ პირველი 3 ნაწილი ბრუდნება.
აფიშა:
· 27 დეკემბერი – „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“
28 დეკემბერი – „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი”
· 29 დეკემბერი – „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“
კინოთეატრ „ამირანისა“ და თიბისი სტატუსის თანამედროვე კინოკლასიკის პროექტი 2020 წელსაც გაგრძელდება. ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი და სხვა.
კინოსეანსები ინგლისურ ენაზე ჩატარდება.
ბილეთების შეძენა ონლაინ tkt.ge-ზე შეგიძლიათ.