კირკიტაძე: არ მსურს, გამოძიებას აწარმოებდეს შსს

{{ARTICLEIMAGE}}
“ნაციონალური მოძრაობის” წევრს დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 

შსს-ს ვუცხადებ უნდობლობას, თუმცა მზად ვარ, ვითანამშრომლო სასამართლოსთან. მე არ მსურს, გამოძიებას აწარმოებდეს შსს”, – ამ სიტყვებით წარსდგა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, სადაც მისი პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლემ კირკიტაძეს განუმარტა, რომ აღნიშნულ საკითხს სასამართლო არ წყვეტს.

17 დეკემბერს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის (ისჯება 2-დან 5 წლამდე პატიმრობით, ან ჯარიმით) “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს. დავით კირკიტაძეს ბრალი გუშინ, 19 დეკემბერს წარუდგინეს.