კირკიტაძე შიმშილობს

{{ARTICLEIMAGE}}
17 დეკემბერს დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით კირკიტაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას იწყებს. გიორგი კონდახაშვილმა ჟურნალისტებს კახეთის სამხარეო სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ აცნობა, რომ “კირკიტაძეს ბრალი წარდგენილი აქვს პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

“ბატონი დავითი აცხადებს შიმშილობას. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი ხელისუფლების მხრიდან”, ამბობს ადვოკატი.

შს სამინისტროს ცნობით, კირკიტაძე კახეთისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. უწყების ცნობით, “გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე. დანაშაული ისჯება როგორც ჯარიმით, ასევე თავისუფლების აღკვეთით.