{{ARTICLEIMAGE}}
“ნაციონალური მოძრაობის” წევრს დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
“შსს-ს ვუცხადებ უნდობლობას, თუმცა მზად ვარ, ვითანამშრომლო სასამართლოსთან. მე არ მსურს, გამოძიებას აწარმოებდეს შსს”, – ამ სიტყვებით წარსდგა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში. მოსამართლემ კირკიტაძეს განუმარტა, რომ აღნიშნულ საკითხს სასამართლო არ წყვეტს.