“კლანი უნდა წავიდეს”-ამ წარწერით ბანერი პარლამენტში, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის ტრიბუნაზეა გამოფენილი.
დეპუტატები ამ ფორმით უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტს აპროტესტებენ.
ანალოგიური შინაარსის მაისურებით, 15 აპრილს პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
პარლამენტის პლენარული სესია ამ წუთებშიც მიმდინარეობს,დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის კანონპროექტს იხილავენ.