„კლანი უნდა წავიდეს!“ „არა ბიძინას სასამართლოს!“ – უზენაეს სასამართლოსთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს, რომელიც „ევროპული საქართველოსა“ და “თავისუფალი დემოკრატების” მიერაა ორგანიზებული.
ორგანიზატორებმა, აქციაზე მისულ საზოგადოებასთან ერთად სასამართლო სისტემაში კლანის არსებობა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები უზენაესი სასამართლოდან პარლამენტისკენ მსვლელობას გეგმავენ.
სასამართლოსთან ინციდენტი მოხდა, პოლიციელებმა ასავალ-დასავალის ჟურნალისტი ზაზა დავითაია დააკავეს. დაკავებამდე მან შალვა შავგულიძეს კითხვით მიმართა, რასაც ჟურნალისტსა და აქციის მონაწილეს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა დავითაია, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს. თავად დავითაია აცხადებს, რომ მას კითხვა არ დაასმევინეს.