“კლანს ხალხისგან”-უზენაეს სასამართლოსთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს

“კლანს ხალხისგან”- ამ წარწერით სამგლოვიარო გვირგვინი უზენაეს სასამართლოსთან  მიიტანეს.  აქცია, რომელიც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამართეს, მათი განცხადებით, სიმბოლური ხასიათის არის.

“კლანმა ხელში ჩაიგდო სასამართლო ხელისუფლება და ფაქტობრივად ჩვენი მართლმსაჯულეა ამით გარდაიცვალა, ვუსამძიმრებთ თავად სასამართლოს, ვუსამძირებთ მოსამართლეებს და კლანს”-აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტმა 14 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაამტკიცა.