კლინიკები, სადაც გრიპის ვირუსის გამო 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ

{{ARTICLEIMAGE}}]
გრიპის ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო, თბილისში მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე 5 კლინიკა გადავიდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის სიმპტომების შემთხვევაში, პაციენტებს შეუძლიათ, ნებისმიერ დროს მიმართონ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს:

“მედკაპიტალი-გლდანი” მის: ვეკუას ქ. N 18.

“მედკაპიტალი-საბურთალო” მის: გამრეკელის ქ. N19.

“საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი” მის: წინამძღვრიშვილის ქ. N57.

“მედსი” მის: ქიაჩელის ქ. N 18.

“მედკაპიტალი-სამგორი” მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4.

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ოჯახის ექიმს და მკურნალობა დაიწყონ შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გასული კვირის მონაცემებით, ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 256-ია, რაც 21-ით ნაკლებია ორი კვირისწინანდელ მონაცემზე. “მაგრამ კვლავ რჩება მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელი. ისიც შემცირებულია ერთი კვირისწინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 41%-დან 33%-მდე, მაგრამ 33%-იც ითვლება საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი განმარტებით, ამ მონაცემების და ბოლო ხანს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შემთხვევების მატების გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადაიყვანოს თბილისის ხუთი კლინიკა. ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას მკურნალობის დაწყებისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ლაბორატორიულად უკვე დადასტურებულია 162 შემთხვევა, მათგან 158-ია A ტიპის H1N1(ე.წ. ღორის გრიპი) და 4 ამავე ტიპის H3N2 ვიურსი. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, არის B ტიპის ვირუსის შემთხვევაც, რომელიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში გრიპით 10 ადამიანი გარდაიცვალა.