“კობახიძე გადაეფარა გუნდს..გახარია კიდევ უფრო მაგარი კაცია”-ივანიშვილი

„ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. შეკითხვები ძირითადად  20ივნისის მოვლენებსა და მინისტრ გახარიას ეხება.

“კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას ის გადაეფარა გუნდს და დატოვა მანდატი, ესეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი. გახარია კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს, გახარიას გადადგომა რაც სურს დღეს ნაციონალურ მოძრაობას ეს ნიშნავს იმას რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია არ უნდა დახვდეს იქ მოძალადეები უნდა შევიდნენ პარლამენტში. ის რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება მთელმა მსოფლიომ აღიარა რატომ  უნდა გადადგეს გახარია? ნაცებს უნდათ მარტო, უნდათ იმიტომ რომ ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ ვერც ძალით ვერ მოვლენ გარწმუნებთ”-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.