კობახიძე: “ნაცმოძრაობისთვის” პასუხის გაცემაში საზოგადოებას დავეხმარებით, თუმცა ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო

რატომ სჭირდება “ქართულ ოცნებას” პრევენციული ღონისძიებები “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური აქტივობის მიმართ და ხომ არ ეშინია მმართველ გუნდს ოპოზიციის, ამ კითხვებით მიმართეს დღეს ჟურნალისტებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, როდესაც ბელგიის ქალაქ ლიეჟში განვითარებული მოვლენების შეფასება სთხოვეს.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ “ქართულმა ოცნება” არაერთხელ დაამტკიცა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” შიში არ აქვს და “ნაციონალურ მოძრაობას” უფლება აქვს, შეიკრიბოს სადაც უნდა, თუმცა პოლიტიკური პროცესების არასწორი მიმართულებით წარმართვის პრევენცია აუცილებელია.

“რამდენჯერაც შეეცდება “ნაციონალური მოძრაობა” თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემ საზოგადოება საკადრის პასუხს თუ დახმარება დასჭირდება საზოგადოებას ჩვენც დავეხმარებით, ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია, ჩვენც დავეხმაროთ. საზოგადოებამ გასცა პასუხი, როგორც წარსულში გაუცია. ასევე – მომავალშიც გასცემს პასუხს”, აცხადებს ირაკლი კობახიძე.

{{VIDEO}}