ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივას საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე აფასებს და ამბობს, რომ ჯერ სიღრმეებშია ჩასახედი – ხომ არ გამოიწვევს ეს პროექტი სასამართლოებში საქმეების გაჭიანურებას. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სასამართლოსთან დაკავშირებით, პოზიცია სუბიექტური ინტერესების გარეშე უნდა ჩამოყალიბდეს.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონპროექტი და მისი ინიციატორი დეპუტატები გუნდის დაყოფის საფუძველი არ არის. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით, პოზიცია სუბიექტური ინტერესების გარეშე უნდა ჩამოყალიბდეს. მისივე თქმით, სამუშაო პროცესი რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდება და იგი ჯანსაღი და სტრუქტურირებული იქნება.
“სასამართლოსთან დაკავშირებით, უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი პოზიცია, რომელიც ესაჭიროება ქვეყანას და ეს პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს სუბიექტური ინტერესების გარეშე. ეს არისმთავარი. ამაზე ვიმუშავებთ მომდევნო თვეების განმავლობაშიც. როგორც მოგეხსენებათ, ჯერ გვაქვს მისაღები კანონი. ამ კანონის მიღებას დასჭირდება მინიმუმ ერთი თვე და შეიძლება ორი თვეც. ამის შემდეგ, თვითონ ამ კანონპროექტიდან გამომდინარე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, თვითონ კანდიდატების წარდგენას და განხილვას და მათ არჩევას დასჭირდება დაახლოებით ორი თვე. ანუ საუბარია, ოთხ თვიან პროცესზე, ძალიან ჯანსაღ სტრუქტურირებულ პროცესზე და ამ პროცესს ყველა ერთად უნდა დავაკვირდეთ. ამ პროცესის მონაწილე უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი. ყველაფერი იქნება ისე, როგორც სჭირდება ქვეყნას. ჩვენი მთავარი ამოცანა არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ამ პრინციპით თუ ვიმოქმედებთ თითოეული ჩვენგანი, ამ შემთხვევაში არავითარი პრობლემა არ შეიქმნება”,განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
ირაკლი კობახიძეს “ქართული ოცნების” დაშლის საფრთხეზეც კითხეს – მისი თქმით, ასეთი საფრთხე არ არსებობს და თუკი ყველა გვერდზე გადადებს სუბიექტურ ინტერესებს, ყველაფერი კარგად იქნება. სასამართლოსთან დაკავშირებული თემით სპეკულირება კი კობახიძის განცხადებით, არასწორია.
ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა მოსამართლეთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებზე და ეს პროცესი საზოგადოების თვალწინ წარიმართება.
“რაც შეეხება, სასამართლოს საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე დღეში სიისწარმოდგენიდან მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საგაზაფხულო სესიაზეგადაიდებოდა ამ საკითხის განხილვა. მანამდე დავდეთ პირობა, რომ შემუშავდებოდაპროცედურა, კრიტერიუმები და ამის საფუძველზე იქნებოდა განხილული უკვე ახალი სია,რომელსაც წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ,რომ არის ერთგვარი ქარიშხალი ჭიქაში, არაფერი არ ხდება ცუდი. პირიქით, ყველაფერიწარიმართება კარგად. ვმუშაობთ პროცედურაზე, კრიტერიუმებზე. ამის საფუძველზე იქნებაწარმოდგენილი განახლებული სია. ეს ყველაფერი წარიმართება საზოგადოების თვალწინ,დაკვირვების ქვეშ და შესაბამისად, ყველამ მშვიდად უნდა უყუროს პროცესს. ასეთ დროს,ბუნებრივია, არასწორია სპეკულირება იმ თემით, რომელიც უკავშირდება სასამართლოს,იმიტომ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც საქმეს სჭირდება”,განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” დაშლის საფრთხე არ არსებობს და გუნდი არის ერთიანი. “ქართული ოცნების” დაშლის საფრთხე არ არსებობს. ჩვენი გუნდი არის ერთიანი, ეს ცალსახადშეიძლება ითქვას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ ყველა გადადებს გვერდით სუბიექტურინტერესებს, ამ შემთხვევაში ყველა იქნება ერთიანი გუნდის წევრი. გუნდის ერთიანობას,ზოგადად, საფრთხე არ ემუქრება. თუ ვინმე, კონკრეტული ერთი ორი დეპუტატი, სამიდეპუტატი სუბიექტური ინტერესებით იმოქმედებს, ამ შემთხვევაში შეიძლება კონკრეტულდეპუტატებთან დაკავშირებით წარმოიშვას გარკვეული საკითხები, მაგრამ რაც შეეხება გუნდისერთიანობას, ამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება”, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ელოდება თუ არა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ ახალი ფრაქციის შექმნას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გუნდი ერთიანობაზე მუშაობს და სწორედ ესაა ამოცანაც.