კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე ჩამოწოლილმა ზვავმა ავტომობილი ხევში გადააგდო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მანქანაში 3 ადამიანი იჯდა. მათგან 1 დაიღუპა, ერთს ქვედა კიდური აქვს დაზიანებული, მესამე კი უვნებლად ამოიყვანეს.
ამ წუთებში გარდაცვლილი პირის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.