კოლუმბიელი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის სახლი ააფეთქეს

კოლუმბიაში, მადელინში, ნარკობარონი პაბლო ესკობარის სახლის დემონტაჯი მოხდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. „მონაკოს შენობის“ სახელით ცნობილი 8 სართულიანი სახლის დემონტაჟი სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების საშუალებით საჯაროდ მოხდა.

“ეს არ ნიშნავს ისტორიის უგულებელყოფას, უბრალოდ ამიერიდან ისტორიას სწორი კუთხით მოვყვებით. ჩვენ წინ წამოვწევთ მსხვერპლთა და უდანაშაულო გმირთა ისტორიებს“, – განაცხადეს მედელინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

პროცესს დაახლოებით 1600 ადამიანი უყურებდა. მათ შორის, ესკობარის ტერორის შედეგად დაზარალებულთა ახლობლები იყვნენ.
პაბლო ესკობარის სახლის ადგილზე ნარკომოვაჭრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების მსხვერპლთა პატივსაცემად, გარდაცვლილთა მემორიალი აშენდება. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
პაბლო ესკობარი ისტორიაში ყველაზე მდიდარი კრიმინალი იყო. აშშ-ს ტერიტორიაზე შეტანილილი კოკაინის 80%-ს აკონტროლებდა.1990-იანების დასაწყისში მისი ქონება 30 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეაფასეს.პაბლო ესკობარი 1993 წელს, შენობის სახურავზე სამართალდამცველებთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.

{{VIDEO}}