კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულებამ 3.5 ლარს მიაღწია

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების კურსით ლარი მკვეთრად გაუფასურებას განაგრძობს.

ამ დროისთვის საქართველოს ბანკში 1 დოლრი 3,5 ლარი ღირს, TBC ბანკში – 3,51 ლარი. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის ფასი 3,43 ლარია.

ეროვნულმა ბანკმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში 60 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ლარი გაუფასურებას განაგრძობს.