კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3 ლარს გადააჭარბა. “საქართველოს ბანკში”, “თიბისი ბანკსა” და “პროკრედიტ ბანკში” 1 დოლარის ყიდვა 3.015 ლარადაა შესაძლებელი.
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 15:00 საათზე ერთი დოლარის ღირებულება 2,9700 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9507 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2889 ლარია.ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.