კომიდან გამოდის ხალხი 10 დღეში და შეშინებული ილია პალატიდან ვერ გამოვდგით-ბაია პატარაია მარიამ კუბლაშვილს პასუხობს

“საფარის” დირექტორი ბაია პატარაია სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული დეპუტატის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილის შეთავაზებას ეხმაურება.

“და ამაზე ამბობთ, რომ ჭკვიანი და ეთიკური ადვოკატიაო? ბარემ საცეკვაოდ გამოეწვია ძალადობის მსხვერპლი ან პირდაპირ დუელში 
კუბლაშვილს ვურჩევ ჯერ თავისი დასაცავი ილია ჯიშკარიანი გამოიწვიოს საავადმყოფოდან რაიმე შელოცვით ან თუნდაც გადაცემით. სადამდე უნდა იჯდეს იქ? კომიდან გამოდის ხალხი 10 დღეში და შეშინებული ილია პალატიდან ვერ გამოვდგით.
შოუ თუ სწყურია ქალბატონ მოცეკვავე ვარსკვლავს, ჩაჰკიდოს ხელი თავის მგალობელს და მიადგნენ ნიკა გვარამიას ერთად – არ ეტყვის უარს”-წერს პატარაია სოციალურ ქსელში.