საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის და იურიდულ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
სხდომაზე,”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნას და დაპატიმრების შესახებ პროკურატურისთვის თანხმობის მიცემაზე მსჯელობენ.
ოპოზიცია ამ ფაქტს აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ გაგზავნილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება.