კომპანა Airbnb აფხაზეთსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში მდებარე სახლების მონაცემებს ვებგვერდიდან წაშლის

 

{{ARTICLEIMAGE}}კომპანია Airbnb-ი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში – მდებარე სახლების მონაცემებს ვებგვერდიდან წაშლის.


ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია აცხადებს.

 

“როგორც გლობალური პლატფორმა, რომელიც ოპერირებს 191 ქვეყანასა და რეგიონში და 81 000 ქალაქში, უნდა გავითვალისწინოთ გავლენა, რომელიც გვაქვს და ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით. შესაბამისად, შევიმუშავეთ სტრუქტურა, რათა გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ სადავო ტერიტორიებზე არსებულ შეთავაზებებთან მიმართებით, მათ შორის, ტერიტორიებზე, რომლებიც ოკუპირებულადაა აღიარებული და სადაც სახლებს – ჩვენი ბიზნესის საფუძველი – ცენტრალური ადგილი უკავია მიმდინარე დავებისას”, – ვკითხულობთ კომპანიის საიტზე.