კომპანია APPLE-მა სმარტფონების წარმოება შეამცირა

{{ARTICLEIMAGE}}კომპანია Apple-მა  iPhone-ების წარმოება შეამცირა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მეორედ მოხდა.

დეკემბერში, Apple-მა ახალი მოდელების XS Max, XS და XR წარმოება საგრძნობლად შეამცირა. გაზაფხულზე კომპანია 42 მილიონი ძველი და ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს. წინასწარი ინფორმაციით კი, მხოლოდ პირველ ეტაპზე 47-48 მილიონი სმარტფონის წარმოება იყო დაგეგმილი.

2018 წლის ნოემბერში, Apple-ის დაბალი მოთხოვნის გამო iPhone XR-ის წარმოება შეამცირა, როგორც მოგეხსენებათ ეს APPLE-ის ყველაზე იაფი მოდელია, ხოლო 2 იანვარს, პირველად 16 წლის განმავლობაში, Apple-მა შემოსავლების ვარდნა დაადასტურა. კომპანიის მონაცემებით, ბოლო სამი თვის შემოსავალი 89 მილიარდის ნაცვლად 84 მილიარდი აშშ დოლარი იქნება.