კონგრესმენი კინზინგერი ქართველ ხალხს არჩევნებთან დაკავშირებულ შეთანხმებას ულოცავს

ამერიკელი კონგრესმენი,  კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მიღწეულ შეთანხმებას ტვიტერზე  ეხმაურება:

“ჩემი გულითადი მილოცვა ქართველ ხალხს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის გამო. დემოკრატია მძიმე შრომას ითხოვს, თუმცა ამად ღირს. სპიკერი თალაკვაძე და სხვებიც იმსახურებენ პატივისცემას გაწეული შრომისთვის. ვრცელი განცხადება მოგვიანებით გამოქვეყნდება”, – წერს კინზინგერი ტვიტერზე.

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამი კინზინგერი საქართველოს თემატიკაზე აქტიურობით გამოირჩევა. ის არის ერთ–ერთი პირველი წერილის ავტორი, რომელიც გიორგი გახარიამ აშშ–დან მიიღო და რომელშიც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო შეშფოთება იყო გამოთქმული.