კონკორდატი 21-ე საუკუნის გეორგიევსკის ტრაქტატია- ზურაბ ჯაფარიძე

,,გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონკორდატი რეალურად რუსეთთან შეთანხმებაა და ის საქართველოს განვითარებას აფერხებს.

,,კონკორდატი რეალურად არის შეთანხმება რუსეთთან. 21-ე საუკუნის გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგვარი, სახეცვლილი ანალოგია. თუ რამე აფერხებს საქართველოს განვითარებას, ხელს უწყობს მის რუსულ ორბიტაზე დარჩენას და, შესაბამისად, კლავს ჩვენი შვილებისთვის ამ ქვეყანაში დარჩენის და თავისუფალი არსებობის შესაძლებლობას – ერთ-ერთი მთავარი (თუ ყველაზე მთავარი არა) არის სწორედ ეს ხელშეკრულება და ის ინსტიტუტი რომელიც ამ ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოყალიბდა მონსტრად”,- ამბობს ჯაფარიძე.

მისივე განცხადებით, კონკორდატის გაფორმებაში საამაყო არაფერია.

,,არაფერი საამაყო ამ ხელშეკრულების გაფორმებაში შეტანილ წვლილში არაა. პირიქით”.

მან განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ კონკორდატს მისი ინიციატივით მოაწერეს ხელი, როდესაც ის შევარდნაძის მთავრობის იუსტიციის მინისტრი იყო.