ირლანდიელი მებრძოლი და UFC-ის ორი სხვადასხვა წონის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი ფლოიდს მატჩრევანშს ითხოვს.
ენტონი ჯოშუას სენსაციური მარცხის შემდეგ კონორმა ტვიტერს მიაშურა და ფლოიდი კიდევ ერთხელ გამოიწვია: “დიდებული საკრივო შეხვედრა გამოვიდა და სურვილი მაქვს, კიდევ ერთით დავტკბე. მატჩ-რევანშში ვიწვევ ხუან-მანუელ მეივეზერს. კიდევ შევხვდებით მეგობარო”.
შეგახსენებთ, 2017 წელს ფლოიდმა ირლანდიელი მე-10 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და იმის შემდეგ არ წყდება ჭორები განმეორებითი შეხვედრის შესახებ.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის წინ ფლოიდის მენეჯერმა საინტერესო განცხადება გააკეთა: ,,თუ კონორს რემატჩი სურს, მან იცის როგორ უნდა მოიქცეს. ფლოიდი ყოველთვის მზადაა მის დასასჯელად და ჭკუის სასწავლებლად. მაკგრეგორსა და დანა უაითს დიდ პატივს ვცემ, ასევე ფლოიდიც, ამიტომ მათთან ერთად საქმის კეთება სიამოვნება იქნება”.