ირლანდიელმა მებრძოლმა კარიერის დასრულებაზე უკვე მესამედ გააკეთა განცხადება. ირლანდიელი საკუთარ განცხადებას ტვიტერზე ავრცელებს და ამბობს, რომ იგი დაბრუნებას აღარ აპირებს.
“ვიტყოდი, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ არ დამიჯერებთ” – წერს კონორი სოციალურ ქსელ Twitterze.
შეგახსენებთ, ირლანდიელმა კარიერის დასრულებაზე პირველად 2016 წელს განაცხადა, თუმცა ძალიან მალე დაბრუნდა და ნეით დიაზს დაუპირისპირდა. მეორედ კონორმა კარიერის დასრულებაზე წელს მარტში დაწერა, მაგრამ რამდენიმე დღეში ისევ უარყო ყოველივე და თქვა, რომ ორთაბრძოლისთვის ემზადებოდა.
კონორმა პროფეიონალური კარიერის განმავლობაში 25 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 21-ში მოახერხა გამარჯვების მოპოვება და 4-ჯერ დამარცხდა. ის ისტორიაში ერთადერთი მებრძოლია, რომელმაც ერთდროულად ორ წონით კატეგორიაში მოახერხა ჩემპიონობის მოპოვება.