კონსტიტუციის წაკითხვისას ბურჯანაძე დარწმუნდა, რომ ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო გადატრიელაბად აფასებს. ამ დასკვნამდე ბურჯანაძე ვენესუელას კონსტიტუციის წაკითხვის შემდეგ მივიდა. 

“არ ვარ მადუროს მომხრე და გულშემატკივარი, მაგრამ წავიკითხე ვენესუელას კონსტიტუცია თავიდან ბოლომდე და ის, რაც ახლა ვენესუელაში ხდება, სახელმწიფო გადატრიელბაა. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა – კაცი გამოვიდა ქუჩაში და განაცხადა, მე ვარ პრეზიდენტიო და ამერიკა ლამის ჯარშს აგზავნის მის დასახმარებლად. როცა დემოკრატიაზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ რუსეთი არადემოკრატიულია და სხვა სახელმწიფოს საქმეებში ერევა, ახლა რა ამერიკის საქმეა – მოაგვარებს ვენესუელელი ხალხი”, ამბობს ბურჯანაძე “ტვკავკასიის” გადაცემა “ბარიერში” სტუმრობისას.