“კონსულტაციის საფასურია სოლიდარობა!” – ექიმი ჯაბა ზარქუა პაციენტებს რუსთაველზე, აქციის მიმდინარეობისას მიიღებს

გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი ჯაბა ზარ­ქუა, რო­მე­ლიც ამა­ვე დროს პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლეა, პა­ცი­ენ­ტებს მი­ღე­ბას რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სთა­ვა­ზობს. ზა­ტ­ქუ­ამ სტა­ტუ­სი „ფე­ის­ბუქ­ზე“ და­წე­რა.

„მოკ­ლედ, ბო­დი­ში ჩემს პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლებ­საც გუ­შინ ვი­ზი­ტი გა­ვუ­უქ­მე და და­ნარ­ჩე­ნებს გა­და­ვუ­დე. მა­წუ­ხებს ეს ამ­ბა­ვი და ერთი იდეა ამეკ­ვი­ა­ტა, რო­მელ­საც გა­ვა­კე­თებ დღეს და თუ კო­ლე­გე­ბი ამ­ყვე­ბით გზა­დაგ­ზა, უმ­შვე­ნი­ე­რე­სი იქ­ნე­ბა.

ვა­პი­რებ გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გის კარ­ვის დად­გმას რუს­თა­ველ­ზე. ცხა­დია 24 სა­ა­თი კა­რავ­ში ვერ ვიჯ­დე­ბი, იმი­ტომ, რომ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რიც ვარ, მაგ­რამ ზედ და­ვაკ­რავ, რო­დის იქ­ნე­ბა მი­ღე­ბის სა­ა­თე­ბი და მი­ვი­ღებ ყვე­ლა პა­ცი­ენტს, რო­მელ­საც ღვიძ­ლი­სა და კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებს.

კონ­სულ­ტა­ცი­ის სა­ფა­სუ­რია სო­ლი­და­რო­ბა!

პ.ს. მარ­თლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კონ­სულ­ტა­ცია მექ­ნე­ბა, ოღონდ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ პი­რო­ბებ­ში, ბლან­კე­ბიც კი მო­მაქვს რომ მცი­რე ჩა­ნა­წე­რე­ბიც გა­ვუ­კე­თო პა­ცი­ენ­ტებს. ნუ, ფორ­მა-100-ებს ნუ მომ­თხოვთ ერთი. საქ­მე საქ­მე­ში!ყვე­ლა რუს­თა­ველ­ზე!“ – წერს ჯაბა ზარქუა.