კონტრაქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევით იმუქრებიან

მთავრობის კანცელარიასთან, სადაც თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან შეკრებილი სიტუაცია პერიოდულად იძაბება. კონტრაქციის მონაწილე აგრესიული ჯგუფები მოითხოვენ ლგბტ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა ტერიტორია დატოვონ, თუმცა აქციის მონაწილეები წასვლაზე უარს აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ მათ ჯერ ტერიტორიის ყვითელი ავტობუსებით დატოვება შესთავაზა, შემდეგ კი კანცელარიიდან თავისუფლების მეტრომდე კორიდორი გაუკეთა. 

უკვე რამდენიმე საათია თბილისი პრაიდის წარმომადგენლებსა და აგრესიულ ჯგუფებს შორის პოლიციაა გამაგრებული. კონტრაქციის მონაწილეები შეურაცხმყოფელი შეძახილებით მოითხოვენ თბილისი პრაიდის წარმომადგენელთა აქციის დაშლას. 

“კანცელარიასთან ვიქნებით მანამდე, სანამ არ მოვისმენთ მთავრობის წამომდგენელებისგან, რომ ემიჯნებიან ამ ძალადობას და აღიარებენ ჩვენს უფლებებს“– ამბობენ “თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები.