20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან სისხლიანი დარბევის დროს დაშავებულები მოინახულა სანდრა რულოვსმა. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, 20 ივნისის ღამეს პოლიციამ უკანონო მითითება შეასრულა და ოკუპანტის დასაცავად საკუთარ მოქალაქეებს დაუპირისპირდა.
სანდრა რულოვსი მომხდარის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.
„მინდა გამოვხატო ჩემი მწუხარება, ჩემი დამოკიდებულება ამ მთავრობის მიმართ, რომელიც ძალიან უარყოფითია, ამ რეაგირების მიმართ. გასაგებია, რომ არ მოგწონს დემონსტრაციები, მაგრამ მშვიდობიანად ტარდებოდა ეს დემონსტრაციები და ახლა ფანჯრების გატეხვის ან კორდონის გარღვევის გულისთვის კი არ უნდა დააბრმავო ბავშვები. ჩემთვის ეს არის ომი“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.