ჩინური ვირუსი ევროპაში გამოჩნდა- საფრანგეთში კორონავირუსით 2 ადამიანი დაავადდა

საფრანგეთის მთავრობა კორონავირუსით ინფიცირების 2 შემთხვევას ადასტურებს. 

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინფიცირების ერთი შემთხვევა ქალაქ ბორდოში, მეორე კი პარიზის მახლობლად დაფიქსირდა. მისივე თქმით, ორივე ინფიცირებული ჩინეთში მოგზაურობდა.

,,ჩვენ გვაქვს ორი შემთხვევა, ჩვენ შესაძლოა გვქონდეს სხვა შემთხვევებიც”,- აღნიშნავს მინისტრი.

ფრანგული გაზეთი Le monde-ს ინფორმაციით, ბორდოში დაავადებული ჩინური წარმოშობის 48 წლის კაცია. ის საავადმყოფოში გრიპის ვირუსის კლასიკური სიმპტომების გამო გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო ამ დროისთვის გარდაცვლილია 26 ადამიანი, 939 კი ინფიცირებულია.