კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო კათარზისმა მუშაობა დროებით შეწყვიტა.
კათარზისის წარმომადგენლის განცხადებით, კათარზისის დღის ცენტრი მუშაობას ორი დღით აჩერებს, რადგან იქ ყოველდღე 350-მდე მოხუცი იყრის თავს, რაც კორონავირუსის გამო საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ისინი მოხუცებს გამზადებულ პროდუქტებს მისცემენ.
,,მივიღეთ პრევენციული ზომები საქმიანობის დროებით შეჩერებაზე. ეს გაგრძელდება დაახლოებით ორი დღე. გარკვეული ნაწილი სოციალურად დაუცველია და კვების რაციონს იღებს უფასო სასადილოებიდან. ხვალისთვის უკვე ჩამოვყალიბდებით როგორ მოვაგვაროთ პრობლემა. ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მოდიან, ძირითადად ზუსტად რისკის მქონდე ადამიანები არიან, ანუ ხანდაზმულები”,- ამბობს კათარიზისის ოფიციალური წარმომადგენელი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანია ინფიცირებული. კარანტინის რეჟიმში 178 პაციენტი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56 .