იტალიაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ლა სკალას ოპერის სახლი დროებით დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას ოპერის თეატრი ავრცელებს.
“კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა 8 მარტამდე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველა ღონისძიებისა და შეხვედრის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ლა სკალაში დაგეგმილი ღონისძიებები 8 მარტამდე აღარ ჩატარდება”, -აღნიშნულია ოპერის თეატრის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 1694 შემთხვევაა დადასტურებული.