კორონავირუსის გამო სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ დაგეგმილ ვიზიტებს აუქმებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საზღვარგარეთ ვიზიტებს აუქმებს.

,,საქართველოს პრეზიდენტმა, ხელისუფლების სხვა შტოებთან კოორდინაციით, გააუქმა ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტები. გასაჯაროებამდე, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ეცნობა ჩვენს პარტნიორებს,” – წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 116-ზე მეტი ადამიანია დაავადებული, 4091 კი დაღუპული.