კორონავირუსის პრევენციისთვის ჩინეთიდან საქართველოში ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთიდან საქართველოში ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა.

სამინისტროს ცნობით, აკრძალვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის კორონავირუსისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე იმოქმედებს.

„გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სატყეო სამინისტროს ბაზრის ზედამხედველობის მთავარი სამმართველოს მიერ, 2020 წლის 26 იანვრის ბრძანება, რომელიც ცოცხალი ცხოველების (გარეული) ნებისმიერი სახით ვაჭრობის აკრძალვას უკავშირდება”,- აცხადებს გარემოს დაცისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დეკორატიული კუ და დეკორატიული თევზების იმპორტი ხორციელდებოდა. 

ჩინეთიდან ხორცპროდუქტების იმპროტი მეზობელმა სომხეთმაც აკრძალა.