კორონავირუსის საფრთხის გამო ირანის მოქალაქეების შემოსვლა უნდა აიკრძალოს- სააკაშვილი (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კორონავირუსის საფრთხის გამო, ირანის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა უნდა აიკრძალოს.

მისი თქმით, მალე სპარსული ახალი წელი, ნოვრუზი მოდის და ტრადიციისამებრ მინიმუმ 40-50 ათასი ირანელი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, რისი დაშვებაც კატეგორიულად გამორიცხულია, რადგან ირანში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობას მიმართავს, შეაჩეროს ირანთან ავიამიმოსვლა, აკრძალოს ირანის მოქალაქეებისთვის დროებით შემოსვლა და ირანიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები საგულდაგულოდ შეამოწმოს.