კორონავირუსის ვაქცინა შექმნილია-რამდენ ხანში გამოცდიან მას ადამიანებზე

ჰონკონგელმა მეცნიერებმა მომაკვდინებელი კორონავირუსის ვაქცინა შექმნეს.

პროფესორ იუენის განცხადებით,ადამიანებზე ვაქცინის გამოცდა მხოლოდ 1 წლის შემდეგ დაიწყება.

“ჩვენ უკვე შევქმენით ვაქცინა, თუმცა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, რომ ჯერ ცხოველებზე გამოვცადოთ მისი ეფექტურობა.

თუ ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდება ცხოველების სხვადასხვა სახეობაზე, მის გამოცდას ადამიანებზეც დავიწყებთ, ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში 1 წლის შემდეგ მოხდება.”-აცხადებს პროფესორი იუენი.