კორონავირუსით ბოლო 24 საათში 97 ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსით ბოლო 24 საათში 97 ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა 908-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კორონავირუსით  სულ 40 710 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 40 171 ჩინეთში, 539 კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

დღეს ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავლენ.