დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპროტირებული შემთხვევაა, ერთი პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„ჩვენი ჯგუფი მუშაობდა იმ საავადმყოფოში და ახლა დაბრუნდნენ ცენტრში. მიმდინარეობს დისკუსია ამ ავადმყოფთან დაკავშირებით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
უკვე დაახლოებით, 86 კონტაქტია იდენტიფიცირებული ამ ბოლო პაციენტთან დაკავშირებით, მაგრამ კონტაქტები კიდევ მეტია. მათთან მუშაობს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი”,- ამბობს გამყრელიძე.
მისივე განცხადებით, საავადმყოფოში, სადაც პაციენტი იმყოფება, კარანტინია გამოცხადებული, მედპერსონას კი ყველაზე გამოცდილი ეპიდემიოლოგებისგან რჩევები მიეცა.
ამ დროისთვის ქვეყანაში COVID 19-ის 54 დადასტურებული შემთხვევააა, მათგან 3 გამოჯანმრთელდა, 3-ის მდგომარეობა კი მძიმეა. გარდა ამისა, თვითიზოლაციაში ამჟამად 2693 ადამიანი, ხოლო კარანტინში – 2956.