კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იტალიაში ერთ დღეში 683-ით გაიზარდა და თითქმის საერთო ჯამში 7,503 -ს მიაღწია.
ბოლო ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 74,386 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 9,362 -ზე მეტმა წარმატებით გაიარა მკურნალობის კურსი და სრულად გამოჯანმრთელდა.