‘კორონავირუსით დაინფიცირებულ მეოთხე პირს 25 ადამინთან ჰქონდა კონტაქტი, სანამ ის გადაყვანილი იქნებოდა კარანტინის ზონაში”-ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთვარობის სხდომაზე  განაცხადა, რომ  კორონავირუსით დაინფიცირებულ მეოთხე პირს 25 ადამინთან ჰქონდა კონტაქტი, სანამ ის კარანტინის ზონაში მოთავსდებოდა. ტიკარაძის განცხადებით, კონტაქტში მყოფი ყველა პირი იქნა მოძიებული და მათ ვირუსზე გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

„შემდგომში მასთან კომუნიკაციის გამო გახდა მისი სტაციონარიზაცია და დამატებითი კვლევების ჩატარება. ეს ადამიანი არ იყო სამსახურში და შესაბამისად, მდგომარეობა ამით გაცილებით უკეთესია”-განაცხადა ტიკარაძემ.