იტალიის ქალაქ ბერგამოდან, რომელიც ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული დასახლებული პუნქტია, სამხედროებს გვამები გაჰყავთ სხვადასხვა რეგიონებში კრემაციისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, ბერგამოში საკრემაციოდ ადგილები აღარ დარჩა. ამის შესახებ SKY NEWS-ი წერს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა სამხედრო მანქანების კოლონის ამსახველ ვიდეო, სატვირთო-სამხედრო ტრანსპორტს ვირუსით გარდაცვლილთა სხეულები გააქვთ ქალაქიდან.
შეგახსენებთ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ანტირეკორდი დაფიქსირდა- 1 დღე-ღამეში 475 ადამიანი დაიღუპა და 4207 დაინფიცირდა.