უახლესი ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 80-ს მიაღწია. გამოვლინდა ინფიცირების 3000-მდე შემთხვევა.
ვუჰანში და სხვა რამდენიმე ქალაქში სატრანსპორტო მოძრაობა შეჩერეულია. ამ პროვინციაში გარდაცვლილთა რიცხვი 56-დან 76-მდე გაიზარდა, 4 ადამიანი კი სხვა ქალაქებში გარდაიცვალა.
ამ დროისთვის 461 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ვირუსის შემთხვევები ჩინეთის გარდა დაფიქსირდა საფრანგეთში, აშშ-ში , სინგაპურში, სამხრეთ კორეაში, ნეპალში , ტაილანდში , მალაიზიასა და ავსტრალიაში.
საქართველოში აეროპორტში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების შემოწმება დაიწყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების მხრივ, საქართველო მწვანე ზონაში , ანუ დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორისაა.