კორონავირუსით დაავადებული ერთი პირის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პირველი სამი პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კვირაა იმყოფებიან, სტაბილურია.
„ერთი პაციენტის მდგომარეობა 24 საათის მეთვალყურეობის შემდეგ საშუალოზე მძიმეა, მაინც საყურადღებოა ეს პაციენტი, რადგან დაავადება კარგად არის გამოვლენილი. მეორე პაციენტის მდგომარეობა არის მსუბუქი და თუ ასე შენარჩუნდება, კარგი იქნება. დანარჩენი შვიდი პაციენტი არის კლინიკის გამოვლინების გარეშე, დადებითი ტესტირებით, ამათთან გრძელდება ყოველდღიური მეთვალყურეობა კვლევები და შეფასება დინამიკაში, როგორ ვითარდება სიტუაცია. ყველასთან მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება და გამოვლენა, რაც შეეხება პირველ სამ პაციენტს, რომელიც დაახლოებით ერთი კვირაა ჩვენთან წევს, მათთან სტაბილური სიტუაციაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კორონავირუსის შემთხვევის რიცხვი საქართველოში 5-ით გაიზარდა და ჯამში 9 ინფიცირებულია.