კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი თბილისში, ერთი კი საჩხერეში მკურნალობს

კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი თბილისში, ერთი კი საჩხერეში მკურნალობს.

პირს, რომელსაც კორონავირუსი საჩხერის საავადმყოფოში დაუდასტურდა, იტალიაში მყოფ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის თქმით, კლინიკაში ვირუსის სიმპტომით კიდევ ერთი პაციენტია მოთავსებული და მისი პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 13 შემთხვევაა დადასტურებული. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 12 პაციენტიდან, ერთს ორმხრივი პნევმონია აქვს, თუმცა მისი მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 128 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 59.